შეხვედრის ამსახვეელი ფოტო და ვიდეო მასალა

8 ივნისს, ქ.თბილისის 167-ე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებთან გაიმართა სასწავლო წლის კინო-კლუბ ,,სინემას" მორიგი კინო- ჩვენება. მოსწავლეებმა უყურეს და განიხილეს ანიმაციური ფილმი: ,,დღეების და წლების მოლოდინში". ფილმის საშუალებით მოსწავლეები გაეცნენ თანატოლი ბავშვების განცდებს, ემოციებს და პრობლემებს. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები პრობლების გადასაჭრელად და იმედია, თავადაც გაითვალისწინებენ...











5 მაისს, ქ.თბილისის 167-ე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებთან გაიმართა კინო-კლუბ ,,სინემას" მორიგი კინო- ჩვენება. მოსწავლეებმა უყურეს და განიხილეს ანიმაციური ფილმი: ,,თავშესაფრის ძიებაში", სადაც აღწერილი იყო მათი თანატოლების ემოციები ახალ გარემოსთან ადაპტაციის გამო. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, რომ ენუგეშებინათ მოქმედი გმირები და წერილის ფორმატში დააფიქსირეს აზრები...
























 1 თებერვალს ქ.თბილისის 167-ე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებთან გაიმართა კინო-კლუბ ,,სინემას" მესამე ჩვენება. მოსწავლეებმა უყურეს და განიხილეს ფილმი: ,,ფუტკრების დედოფალი". ისაუბრეს როგორც მთავრი გმირის, პიენის ღირსებებზე, ისე ფუტკრების მნიშვენებაზე. ფილმიდან მიღებული დამატებითი ინფორმაცია და ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ნასწავლი მასალა: ,,მცენარეთა გამრავლება განვითარება" დააკავშირეს ერთმანეთს.

სიღრმისეულად დაინტერესდნენ ფუტკრების ცხოვრების თავისებურებით. რამდენიმე მოსწავლეს პირადი გამოცდილებით ჰქონდა დამატებითი ინფორმაცია ფუტკრებზე და გაუზიარა კლუბის წევრებს, მაგრამ დიდი ინტერესისს გამო მოსწავლეებს დავალებად მიეცათ, რომ მოეძიებინათ ინფორმაცია ფუტკრებზე და წარმოედგინათ მომდევნო დღისთვის, შეხვედრისთვის.




21 დეკემბერს ქ.თბილისის 167-ე სკოლის მე-4 კლასთან გაიმართა კინო-კლუბ ,,სინემას" მეორე ჩვენება. მოსწავლეებმა უყურეს და განიხილეს ფილმი: ,,სკაი". ისაუბრეს მთავრი გმირის ემოციებზე და განცდებზე. ასევე, საკუთარ განცდებზეც. საბოლოოდ, მსჯელობის შემდეგ დარწმუნდნენ რომ უნდა მოიქცნენ ისე,როგორც უნდათ,რომ სხვა მოექცეთ. მოუსმინონ ერთმანეთს,რათ არ მოხდეს საკუთარ განცდებთან და ემოციებთან მარტო დარჩენა და გაითვალისწინონ თითოეულის შესაძლებლობა და უბიძგონ ერთმნეთს საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობისაკენ.

შეხვედრა იმითაც იყო აღსანიშნავი,რომ შემოგვემატნენ ახალი წევრები და ფილმის ჩვენებამდე გავუზიარე პრეზენტაცია და ვესაუბრე დოკუმენტური ფილმის არსზე და დანიშნულებაზე...









📢
25 ნოემბერს ქ.თბილისის 167-ე სკოლის მე-4 კლასთან გაიმართა კინო-კლუბ ,,სინემას" პირველი ჩვენება. მოსწავლეებმა უცქირეს ფილმს- ,,გოგონა გრავიტაციის წინააღმდეგ" და საინტერესო დისკუსიაც მოაწყეს. დაახასიათეს ფილმის მთავარი პერსონაჟი და არგუმენტებიც მოიყვანეს ფილმიდან (რატომ იყო შრომისმოყვარე, მიზანდასახული და მეოცნებე). გაავლეს პარალელები თავიანთ ცხოვრებასა და გოგონას ცხოვრების წესზე. საინტერესო და მნიშვნელოვანი ფრაზებიც დააფიქსირეს: ,,მთავარია არა ის, თუ რას აკეთებ, არამედ ის თუ როგორ აკეთებ და ეკიდები საქმეს."
მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ ოცნებებზე, მაგრამ დროის სიმცირის გამო ყველას აზრის დაფიქსირება ვერ მოესწრო და ვთხოვე, გული რომ არ დასწყვეტოდათ შინ დაეწერათ და წარმოედგინათ მეორე დღეს.. მოცემულმა ფილმა დიდი ემოციები და შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე. ფილმით დაინტერესდნენ პარალელური კლასის პედაგოგები და მოსწავლეები და საჭირო გახდა ფილმის განმეორებითი ჩვენება,რომელიც დაიგეგმა 29 ნოემბერს.





























სსიპ ქ.თბილისის N 167 საჯარო სკოლის კინო-კლუნ CineDoc - სინემაში ჩატარდა მე-6 ფილმის ,,გამარჯობა სალამი" ჩვენება / დისკუსია. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უყურეს ფილმს და თავიანთი აზრიც დააფიქსირეს დასრულებისას. ემპატიით განეწყენ პერსონაჟების მიმართ. აღნიშნეს,თუ რაოდენ ცუდია ომი და ომის შემდგომ დევნილების ცხოვრება. რადგან მოსწავლეთა მცირე ნაწილი ესწრებოდა ჩვენებას ამიტომ padlet-ის საშუალებით დანარჩენ მოსწავლეებსაც გავუგზავნე ფილმის ბმული და იქვე, padlet-ზევე დააფიქსირეს შთაბეჭდილებები. https://padlet.com/gorgadzerus/fjarzum73207bpg7



17 მაისს, ქ.თბილისის N167 საჯარო სკოლის კინოკლუბ ,,სინემას" წევრებმა უყურეს ფილმს ,,კაიაოს". ფილმის დასრულების შემდეგ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. სიბრალულით განიმსჭვალნენ მოქმედი გმირის მიმართ და გული დასწყდათ, რომ ფილმის ფინალი მათ ვარაუდს არ დაემთხვა და ისევ ნეგატიურად დასრულდა.ასევე, გაავლეს პარალელები საკუთარ ყოველდღიურ ყოფასა და გმირის ყოველდღიურ ყოფას შორის. რამდენიმე მათგანი იმასაც კი დაგვპირდა,რომ როცა დიდი გაიზრდება და იურისტი გახდება, ბავშვთა უფლებებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და იმოგზაურებს იმ ქვეყნებში, სადაც ბავშვების უფლებას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ






პროექტის ,,CineDOC-სკოლა" ფარგლებში 11 მაისს, ქ.თბილისის N167 საჯარო სკოლის კლუბის წევრებთან შედგა დოკუმენტური ფილმის ,,12 გაკვეთილი" ჩვენება. ფილმის ყურების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს ფილმის სათაურთან და პერსონაჟებთან დაკავშირებით. ისჯელეს იმაზეც, თუ როგორ მოექცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შშმ პირებს სიბრალული კი არ, მეგობრობა და თანადგომა სჭირდება...







25 მარტს, სსიპ ქ.თბილისის N167 საჯარო სკოლაში კინოკლუბ „Cine doc -სინემამ" დაგეგმა ანიმაციური ფილმის ,,ღრუბლების ხილის" ჩვენება.
ფილმის დაწყებამდე მოხდა მოსწავლეთა მოლოდინების დაფიქსირება სათაურიდან გამომდინარე და საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებიც მოვისმინეთ.
ბოლოს, ისაუბრეს მთავარ პერსონაჟზე და მის გამბედაობაზე. ასევე, რამდენიმე მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ თავისი ფანტაზიით მოიფიქრებს მოთხრობას ან ზღაპარს, რომელიც იქნება სიმამაცეზე და გამბედაობაზე".








📢
4 მარტს, ქ. თბილისის N167 საჯარო სკოლაში, დაარსდა კინო კლუბი ,,სინემა" და მოეწყო მეორე ფილმის-,,ძლიერი ბიჭის" ჩვენება და განხილვა.
ფილმის ჩვენება დაგეგმილი იყო სკოლაში, ისტ-ის კაბინეტში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მოგვიწია ჩვენების ფორმატის შეცვლა.
მოსწავლეთა უკუკავშირიდან შევიტყეთ, რომ პირველად უცქირეს დოკუმენტურ ფილმს და ძალიან მოეწონათ. (პირველ ჩვენებაზე ანიმაციური ფილმი განვიხილეთ). ისაუბრეს მოქმედ გმირზე, რომელიც დაახლოებით მათი თანატოლი იყო, მის ოცნებებზე და მიზანდასახულობაზე. (კლუბის წევრები 9-10 წლის მოსწავლეები არიან). ბოლოს, კი მიეცათ დავალება, რომ თავადაც დახატონ ან დაწერონ საკუთარი სამომავლო ოცნებები. რამდენიმე მოსწავლემ იმავე დღეს გადმოგზავნა და გაგვიზიარა თავის ოცნება და ის მიზნები, რომელიც დასჭირდება მისი ოცნების ახდენას.










📢 დღეს,ქ.თბილისის N167 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებთან გაიმართა კინოჩვევენება ონლაინ ფორმატში. ვუყურეთ და განვიხილეთ შემდეგი მულტიპლიკაციური ფილმები: ,,ბილი" და ,,უნა". კინოჩვენებამდე ვესაუბრე ზოგადად კინოხელოვნებაზე, მხატვრულსა და დოკუმენტური ფილმების არსზე. ფილმების ჩვენების შემდეგ ვიმსჯელეთ მთავარ მოქმედ პერსონაჟებზე, ემოციებზე და შთაბეჭდილებებზე.




















No comments:

Post a Comment

კინო -კლუბის შესახებ 173-ე სკოლაში

   დეტალური ინფორმაცია   იხილეთ მოცემულ ბმულზე -   https://www.etaloni.ge/geo/main/index/99361