განცხადება კლუბის შექმნის შესახებ

 



სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორს, 

ქალბატონ  ელენე ფუტკარაძეს

ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის 

 რუსუდან გორგაძის

 

 

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

 

       სურვილი მაქვს, ჩვენს სკოლაში დაიწყოს ფუნქციონირება კინო კლუბმა: ,,სინემამ“.    კლუბის მიზნებია:

 

·         მედიაწიგნიერების  განვითარება;

·         ანალიტიკური აზროვნების განვითარება;

·         ზეპირმეტყველების, მოსმენის და აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარება;

·         სხვადასხვა ჟანრის  ფილმების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

·          ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა-განვითარება;

·         ინფორმაციულ-საკომუნიკაციო   ტექნოლოგიების   დაუფლება     და საგანმანათლებლო   მიზნით   გამოყენება.

 

      ჩვენი კლუბი შეიქმნა ,,CineDOC-სკოლის“ პროექტის ფარგლებში.

  „CineDOC  სკოლა“   შემოქმედებითი   დოკუმენტური   ფილმების   მეშვეობით     და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით მიზნად ისახავს სასკოლო განათლებაში წვლილის შეტანას. პროექტი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმწირით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ შეიქმნა და ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს მეშვეობით ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

  

   გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა კლუბმა ამა წლის 4 მარტიდან დაიწყოს მუშაობა.

 განმცხადებელი: რ.გორგაძე

 

                                                                   თარიღი: 04.03.2022წ   



No comments:

Post a Comment

კინო -კლუბის შესახებ 173-ე სკოლაში

   დეტალური ინფორმაცია   იხილეთ მოცემულ ბმულზე -   https://www.etaloni.ge/geo/main/index/99361